ლაშა ბექაური
Aa
Aa

„ოპერაცია ჩაინიშნა“ - როგორია ბექაურის მდგომარეობა

ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური მხარზე ოპერაციას გაიკეთებს. ამის შესახებ ინფორმაციას სპორტული მედიცინის ასოციაცია ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, ქართველი ძიუდოისტი უახლოეს დღეებში საფრანგეთის ქალაქ ბურჟიში გაემგზავრება და სამედიცინო დაწესებულება - Hôpital Privé Guillaume de Varye-ში ოპერაცია ჩაუტარდება.

„საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით და უშუალოდ მინისტრ შალვა გოგოლაძის მონაწილეობით, საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ძიუდოისტ ლაშა ბექაურის მხრის ოპერაციას, საფრანგეთის ქალაქ ბურჟიში მდებარე Hôpital Privé Guillaume de Varye-ში გამგზავრებასა და საოპერაციო ხარჯებს სრულად დააფინანსებს.

ოპერაციას ჩაატარებენ მხრის ქირურგიის მიმართულებით წამყვანი ფრანგი სპეციალისტები - პასკალ ბუალო და ჟან-კრისტიან ბალესტრა.

ოლიმპიური ჩემპიონის საფრანგეთში ოპერაცია, ასოციაციის პრეზიდენტთან, ზურაბ კახაბრიშვილთან კოორდინაციით, ექიმმა ნიკა ხუნგურუამ დაგეგმა. ლაშა ბექაური პარიზში, 3 მაისს, თანხმლებ ექიმთან ერთად გაემგზავრება.

ლაშა ბექაურმა მარჯვენა მხრის მძიმე ტრავმა თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მიიღო, რის შედეგადაც აუცილებელი გახდა ქირურგიული ჩარევა.

ქართველი ჩემპიონის ოპერაცია 5 მაისს ჩაინიშნა“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ლაშა ბექაურმა თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მხრის კუნთი გაიწყვითა, რამაც მის შედეგებზე გადამწყვეტი გავლენა იქონია. საგულისხმოა, რომ მიღებული ტრავმის მიუხედავად, ბექაურმა მესამე ადგილისთვის მაინც იჭიდავა, მაგრამ სამწუხაროდ, გამარჯვება ვერ მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შეუჩერებელი, სტაბილური, ფენომენალური!“ - ევროპული მედია ხვიჩას თამაშზე
„შეუჩერებელი, სტაბილური, ფენომენალური!“ - ევროპული მედია ხვიჩას თამაშზე