აშრაფ ჰაკიმი
Aa
Aa

საპასუხო მატჩამდე ერთი კვირით ადრე - ჰაკიმის დიაგნოზი ცნობილია

„ბაიერნთან“ გამართულ უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში „პარი სენ-ჟერმენისთვის“ ყველაზე ცუდი ამბავი აშრაფ ჰაკიმის დაშავება იყო. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მარკოელმა მარჯვენა მცველმა ბარძაყის უკანა კუნთის ტრავმა მიიღო და მატჩი სერიოზული ტკივილების ფონზე ჩაამთავრა.

დღეს ჩატარებული დეტალური სამედიცინო შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ჰაკიმის მინიმუმ ორი კვირა მოუწევს დასვენება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის თანაგუნდელებს მიუნხენში გასამართ საპასუხო თამაშში ვერ დაეხმარება, ეს კი პარიზელებისთვის სერიოზული დანაკლისია, რადგან დაცვის მარჯვენა ფლანგზე მათ მაროკოელის სათანადო შემცვლელი ნამდვილად არ ჰყავთ.

ცნობისათვის, „ბაიერნთან“ საშინაო შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას მეორე გოლის მომენტში საგოლე გადაცემა სწორედ აშრაფ ჰაკიმიმ გაუკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლებეფი, რობსონი და სხვები | რას ამბობენ ცნობილი ფეხბურთელები ხვიჩაზე
ლებეფი, რობსონი და სხვები | რას ამბობენ ცნობილი ფეხბურთელები ხვიჩაზე