„ამ მომენტში კვარა საუკეთესოა“ - ფაბიო კაპელო
ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი, ფაბიო კაპელო პსჟ-სა და „ბაიერნის“ მატჩს გამოეხმაურა და ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ აღფრთოვანება ვერ დამალა. კაპელო ამბობს, რომ ამ დროითვის ქართველი შემტევი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია.
რას ამბობს კაპელო:
„საოცარი თამაში იყო. ლუის ენრიკე ძალიან მომწონს, აბსოლუტური ლიდერია: მან მოახერხა და გუნდიდან მბაპე გაუშვა. მაგრამ ყველაზე მეტად ის მაოცებს, რაც კვარაცხელიასთან დაკავშირებით შეძლო: „ნაპოლიში“ ის რამდენჯერმე გააკეთებდა აჩქარებას, მაგრამ შემდეგ ჩერდებოდა. ახლა კი სულ დარბის! ამ მომენტში ის საუკეთესოა.“
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 10 გოლი და 5 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. საგულისხმოა, რომ ხვიჩა პარიზული გუნდის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე მსგავს შედეგს მიაღწია.
პსჟ-სა და „ბაიერნს“ შორის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩი 6 მაისს, მიუნხენში გაიმართება და საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.