სალაჰი შესაძლოა ფენერბაჰჩეში გადავიდეს | თურქული მედია
„ლივერპულის“ გარემარბმა, მოჰამედ სალაჰმა, შესაძლოა კარიერა თურქულ „ფენერბაჰჩეში“ გააგრძელოს.
გამოცემა A Spor-ის ინფორმაციით, სტამბოლური კლუბის წარმომადგენლები 33 წლის ეგვიპტელი ვარსკვლავის აგენტს უკვე ორჯერ შეხვდნენ.
შეგახსენებთ, რომ სალაჰი მერსისაიდულ კლუბს ამ სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს.
ცნობილია ფეხბურთელის ფინანსური მოთხოვნებიც: სალაჰმა წლიურ ხელფასად 20 მილიონი ევრო მოითხოვა და აღნიშნა, რომ კარიერის გაგრძელება კვლავ ევროპაში სურს.
ცნობისთვის, რომ მოჰამედ სალაჰი ლივერპულს 2017 წელს შეუერთდა. 2017 წლიდან დღემდე, ყველა ტურნირზე ერთად 440 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 257 გოლი გაიტანა და 122 საგოლე გადაცემა შეასრსულა.