ჩარლზ ოლივეირა, შონ ომალი
Aa
Aa

ომალი: სიგიჟეა, რომ ილიამ ასე მარტივად დაანოკაუტა ჰოლოუეი და ოლივეირა

შონ ომალი აღფრთოვანებულია იმით, რომ ილია თოფურიამ მაქს ჰოლოუეისა და ჩარლზ ოლივეირას დანოკაუტება შეძლო.

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონის თქმით, ის „ელ მატადორის დომინაციით გაოცებულია.

„ეს უბრალოდ სიგიჟეა, რომ ილიამ ეს ბიჭები ასე მარტივად დაანოკაუტა. წარმოიდგინეთ, იგივე რომ გეიჯისთან გააკეთოს. ზედიზედ ოთხი ნოკაუტი: ალექს ვოლკანოვსკი, მაქს ჰოლოუეი, ჩარლზ ოლივეირა და ჯასტინ გეიჯი“ - თქვა „შუგამ“ თავის იუთუბ-არხზე.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ბრძოლა 14 ივნისს, UFC Freedom 250-ის მთავარ ბრძოლად არის ჩანიშნული. ქართველი მებრძოლი მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარს დაიცავს და დროებითი საჩემპიონო ქამრის მფლობელს შეხვდება.

გეტყვით ასევე, რომ თოფურიამ ბოლოს 2025 წლის ივნისში იჩხუბა და ჩარლზ ოლივეირა დაანოკაუტა. რაც შეეხება ჯასტინ გეიჯის, ამერიკელმა ბოლო ბრძოლაში პედი პიმბლეტი დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ილიასა და ისლამის ჩხუბი ჩაიშალა? | რა კომენტარს აკეთებს დენა უაითი
ილიასა და ისლამის ჩხუბი ჩაიშალა? | რა კომენტარს აკეთებს დენა უაითი