ილია თოფურია, ალექს პერეირა
Aa
Aa

UFC Freedom 250 | ილია თოფურია ბრუნდება და თეთრი სახლის ქარდზე იჩხუბებს

14 ივნისს (თბილისის დროით უკვე 15 ივნისს) აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენცია, თეთრი სახლი, UFC-ის ღონისძიებას უმასპინძლებს. 2026 წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიების სახელია UFC Freedom 250 და მისი მონაწილეების ვინაობა უკვე ოფიციალურად დადასტურდა.

UFC Freedom 250-ის მთავარ ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება. „ელ მატადორი“ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარს დაიცავს და დროებითი საჩემპიონო ქამრის მფლობელს შეხვდება. თოფურია აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც უწერია, რომ მისი რეკორდი უკვე 18:0-ია (ამჟამად 17:0 აქვს).

ღონისძიების თანამთავარ ბრძოლაში ალექს პერეირა სირილ განს დაუპირისპირდება. „პოატანი“ მძიმე წონის დივიზიონში ავიდა და დროებითი საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლებს.

UFC Freedom 250-ზე ასევე ვიხილავთ: შონ ომალი VS აიემან ზაჰაბი; მაურისიო რუფი VS მაიკლ ჩენდლერი; ბო ნიკალი VS კაილ დაუკაუსი; დიეგო ლოპესი VS სტივ გარსია.

შეგახსენებთ, რომ თოფურიამ ბოლოს 2025 წლის ივნისში იჩხუბა და ჩარლზ ოლივეირა დაანოკაუტა. რაც შეეხება ჯასტინ გეიჯის, ამერიკელმა ბოლო ბრძოლაში პედი პიმბლეტი დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბოლო ჩხუბში ის ძალიან კარგი იყო“ - ცარუკიანის პროგნოზი ოლივეირა-ჰოლოუეიზე
„ბოლო ჩხუბში ის ძალიან კარგი იყო“ - ცარუკიანის პროგნოზი ოლივეირა-ჰოლოუეიზე