„ბოლო ჩხუბში ის ძალიან კარგი იყო“ - ცარუკიანის პროგნოზი ოლივეირა-ჰოლოუეიზე
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, არმან ცარუკიანმა BMF-ის ქამარზე დაგეგმილ ბრძოლასთან დაკავშირებით საკუთარი პროგნოზი გააკეთა. სომეხი მებრძოლის აზრით, მაქს ჰოლოუეისთან ბრძოლაში ფავორიტი ჩარლზ ოლივეირაა.
ცარუკიანის პროგნოზი:
„ზოგჯერ ჩარლზი ძალიან კარგად ჩხუბობს, ზოგჯერ კი ძალიან სუსტად. ამ ბრძოლის ბედი ოლივეირაზე იქნება დამოკიდებული. დაწყებიდან 1-2 წუთში გამარჯვებული ზუსტად მეცოდინება.
ბოლო ჩხუბში, გამროტთან ოლივეირა შესანიშნავად გამოიყურებოდა. მატეუში მოჭიდავეა, მაგრამ მეორე რაუნდში ძალიან მარტივად დამარცხდა - მე შოკირებული დავრჩი. მოკლედ, ფსონს ოლივეირაზე ვდებ“.
შეგახსენებთ, რომ ოლივეირა-ჰოლოუეის დაპირისპირება UFC 326-ის მთავარი მოვლენა იქნება და 8 მარტს, თბილისის დროით 08:00 საათიდან დაიწყება.