UFC 326 | ოლივეირამ და ჰოლოუეიმ წონა ჩააბარეს
UFC-ის მომდევნო ღონისძიების, UFC 326-ის მთავარი მოვლენა მაქს ჰოლოუეისა და ჩარლზ ოლივეირას დაპირისპირებაა. „დალოცვილი“ და „დუ ბრონქსი“ BMF-ის სიმბოლური საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლებენ და დღეს, აწონვის ცერემონია გაიმართა.
ჰოლოუეი ასაწონად პირველი გავიდა. მაქსი ძალიან კარგად გამოიყურება და სასწორზე 155 ფუნტი (70.3 კილოგრამი) დააფიქსირა. „დალოცვილზე“ ოდნავ მძიმეა ბრაზილიელი მებრძოლი. ოლივეირა 156 ფუნტს (70.7 კილოგრამს) იწონის.
UFC 326-ის თანამთავარი მოვლენა საშუალო წონითი დივიზიონის ჩხუბია, რომელშიც კაიო ბორალიო რენიე დე რიდერს დაუპირისპირდება. ბორალიო 186 ფუნტს (84.3 კგ-ს), ხოლო დე რიდერი 185.5 ფუნტს (84.14 კილოგრამს) იწონის.
შეგახსენებთ, რომ ჰოლოუეი და ოლივეირა კარიერაში მეორედ იჩხუბებენ. 2015 წელს, „დალოცვილმა“ ტექნიკური ნოკაუტით იმარჯვა.