ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„იდეალური შანსი აქვთ“ | Givemesport მანჩესტერ იუნაიტედს კვარას ურჩევს

ინგლისურ პრესაში ხვიჩა კვარაცხელიაზე აქტიურად იწერება. ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ, Givemesport-მა, საინტერესო სტატია გამოაქვეყნა და „მანჩესტერ იუნაიტედს“ ქართველი გარემარბის გაფორმება ურჩია.

„მანჩესტერ იუნაიტედს იდეალური შესაძლებლობა მიეცა, პარი სენ-ჟერმენის გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია, დაიმატოს და შესაძლოა, ის შეტევაში მატეუს კუნიაზე უკეთესი ვარიანტი აღმოჩნდეს. არის შანსი, მარცხენა გარემარბის გაფორმება ზაფხულში წითელი ეშმაკების ერთ-ერთი პრიორიტეტი იყოს, რაზეც მაიკლ კერიკმაც მიანიშნა.

ამ მომენტისთვის მანჩესტერის მთავარი პრიორიტეტი ცენტრალური ნახევარმცველის დამატებაა, რადგან კაზემირო გუნდს ტოვებს. თუმცა, თუ იუნაიტედს კვლავ სურს პრემიერ ლიგისთვის ბრძოლა, მაშინ ბევრი რგოლის გაძლიერება დასჭირდება.

ბოლო პერიოდში ფრანგულ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ ზაფხულში კვარაცხელიას წასვლის შესაძლებლობა იარსებებს. ქართველ გარემარბს მიმდინარე სეზონში სერიოზული შთაბეჭდილება არ მოუხდენია და ეს შესაძლოა, წითელი ეშმაკებისთვის ბრწყინვალე შანსი იყოს, რათა ბრძოლაში ჩაერთონ — განსაკუთრებით, თუ მის საყვარელ პოზიციაზე თამაშს შესთავაზებენ.

კუნიამ ოლდ ტრაფორდზე შესანიშნავად დაიწყო, თუმცა კვარაცხელიას დამატება კერიკის გუნდს კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანდა. ქართველი ფეხბურთელი თავის პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და მარცხენა გარემარბად კუნიაზე უფრო ბუნებრივი არჩევანია, რადგან მატეუსი კლასიკური ვინგერი არ არის.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ასისტენტი დევიდ უები კვარაცხელიას ელიტურ მოთამაშეს უწოდებს და მას ჯორჯ ბესტს ადარებს. მიუხედავად იმისა, რომ კუნიას სერიოზული შეცდომა არ დაუშვია, „მანჩესტერისთვის“ შანსის ხელიდან გაშვება გონივრული ნაბიჯი არ იქნება,“ — წერს Givemesport-ი.

ცნობისთვის, ესპანურმა გამოცემამ Fichajes-მა „კვარა“ „არსენალს“ დაუკავშირა, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, „პარი სენ-ჟერმენმა“ მისი გაშვება გადაწყვიტოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ილიასა და ისლამის ჩხუბი ჩაიშალა? | რა კომენტარს აკეთებს დენა უაითი
ილიასა და ისლამის ჩხუბი ჩაიშალა? | რა კომენტარს აკეთებს დენა უაითი