„საუკეთესოები იყვნენ, მაგრამ არ დარბოდნენ“ - ვიტინია მესი-მბაპე-ნეიმარის ტრიოზე
ბევრისთვის დღემდე გამოცანად რჩება, როგორც ვერ მოახერხა „პარი სენ-ჟერმენმა“ კილიან მბაპეს, ლიონელ მესის და ნეიმარის თამაშის პირობებში ჩემპიონთა ლიგის მოგება, თუმცა როგორც იტყვიან, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს და პარიზელებს ოცნება ფეხბურთელების სულ სხვა ჯგუფმა აუხდინა, რომელთა შორისაც ჩვენდა სასიხარულოდ, ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია ხვიჩა კვარაცხელიას უჭირავს. თანამედროვე პსჟ-ის ნამდვილი ხერხემალია ვიტინია და მესი-მბაპე-ნეიმარის ტრიოზე Canal 11-ისთვის მიცემულ ინტერვიუში პორტუგალიელმა ნახევარმცველმა საინტერესო მოსაზრება გამოთქვა.
ვიტინია
არც ერთ კლუბს არასოდეს არ ექნება იმის ფუფუნება, შემადგენლობაში ჰყავდეს ერთი, ორი, ან მითუმეტეს სამი ისეთი ფეხბურთელი, რომელიც არ დარბის. მესი, მბაპე და ნეიმარი შესაძლოა ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელები იყვნენ, მაგრამ ეს პსჟ-ის ინტერესებზე დადებითად ნაკლებად მოქმედებდა და თამაშზე გავლენას ვერ ახდენდა.
სწორედ ამაში მდგომარეობს მაშინდელ და ახლანდელ პარი სენ-ჟერმენს შორის განსხვავება. ჩვენი ფორვარდები მეტოქე გუნდის განაპირა მცველებს გიჟურად აპრესინგებენ. ენრიკეს ტაქტიკის მიხედვით, დემბელე და რამუში მოწინააღმდეგე გუნდის შევიწროებას მათ საჯარიმოშივე იწყებენ და შემდეგ პრესინგში მონაწილეობას თითოეული ფეხბურთელი ვიღებთ.
შეგახსენებთ, რომ შარშანდელ სეზონში „პარი სენ-ჟერმენმა“ ყველა საკლუბო ტიტული მოიგო, თუმცა ქომაგებს განსაკუთრებული სიხარული ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებამ მოუტანა, რომლის ფინალშიც „ინტერთან“ ერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.