P4P რეიტინგი | ოლივეირა დაბრუნდა, მერაბი ერთი პოზიციით დაქვეითდა
UFC 326-ის ღონისძიების შემდეგ ორგანიზაციის წონითი დივიზიონების რეიტინგები განახლდა.
კერძოდ, ცვლილებებია Pound-for-pound რეიტინგში (ორგანიზაციის საუკეთესო მებრძოლები წონითი დივიზიონების გარეშე). სუპერმსუბუქი წონის ექსჩემპიონი მერაბ დვალიშვილი ერთი საფეხურით დაქვეითდა და მერვე ადგილზე გადავიდა - „მანქანას“ ტომ ასპინალმა გადაასწრო.
P4P რეიტინგში პირველი კვლავინდებურად ისლამ მახაჩევია. ილია თოფურია მეორე ადგილს იკავებს, ხამზატ ჩიმაევი კი მესამეზეა. საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონის შემდეგ ალექს პერეირა (4), ალექსანდრ ვოლკანოვსკი (5) და პიოტრ იანი (6) მოდიან.
P4P რეიტინგში ხუთი საფეხურით დაქვეითდა მაქს ჰოლოუეი (15), რომელმაც ჩარლზ ოლივეირასთან ბრძოლაში BMF-ის ქამარი დათმო.
თავად ოლივეირა P4P რეიტინგში დაბრუნდა და მე-12 პოზიციაზეა, ხოლო ჯოშუა ვენმა (10) და დრიკუს დუ პლესიმ (11) მდგომარეობა თითო პოზიციითა გაიუმჯობესეს. მე-13 და მე-14 ადგილებზე კვლავ მაგომედ ანკალაევი და ჯეკ დელა მადალენა არიან.