გოგა ბითაძე, დესმონდ ბეინი, პაოლო ბანკერო, ჯეილენ საგსი
Aa
Aa

ეფექტური დაფარებები და ჩატენვა | ბითაძის ორლანდომ NBA-ის თასზე მაიამის მოუგო

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ NBA-ის თასის ნახევარფინალში გავიდა. მეოთხედფინალში ქართველი კალათბურთელის გუნდმა საშინაო არენაზე ითამაშა და 13 ქულით წაგებული პირველი მეოთხედის მიუხედავად, „მაიამი ჰიტი“ დამაჯერებლად, 117:108 დაამარცხა.

ბითაძემ მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და პარკეტზე 17 წუთი და 6 წამი გაატარა. გოგამ ორი ეფექტური დაფარება შემოგვთავაზა და მის აქტივში 7 ქულა, 6 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა იყო. ქართველმა ცენტრმა 4-დან 3 ორქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, 6 მოხსნიდან 1 კი მეტოქის ფარზე ჰქონდა.

ბითაძემ ბურთი ორჯერ დაკარგა და ამდენივე ჯარიმა მიიღო, თუმცა როდესაც გოგა პარკეტზე იყო, „ორლანდომ“ „მაიამიზე“ 11-ით მეტი ქულა ჩააგდო, რაც „მეჯიქის“ რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი იყო. „ორლანდოს“ შემადგენლობაში ყველაზე მეტი, 37 ქულა, დესმონდ ბეინმა დააგროვა; ჯეილენ საგსს 20 ქულა ჰქონდა, ხოლო პაოლო ბანკეროს — 18.

ცნობისთვის, NBA-ის თასის ნახევარფინალში „ორლანდო“ „ნიუ იორკ ნიქსს“ შეხვდება, რომელმაც სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსი“ დაამარცხა. მატჩი 14 დეკემბერს გაიმართება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    “თავისი თამაშით კვარა გაგვახსენა“ - იტალიელი ჟურნალისტი კვერნაძეზე
    “თავისი თამაშით კვარა გაგვახსენა“ - იტალიელი ჟურნალისტი კვერნაძეზე