კარლოს ალკარასი, იანიკ სინერი
Aa
Aa

სეტის წაუგებლად - სინერმა შემაჯამებელი ზედიზედ მეორედ მოიგო

2025 წლის შემაჯამებელი საჩოგბურთო ტურნირის გამარჯვებული იანიკ სინერი გახდა. მის სამშობლოში, კერძოდ კი ქალაქ ტურინში გამართული შეჯიბრების ფინალში 24 წლის იტალიელმა ესპანელი კარლოს ალკარასი 7:6 (7:4), 7:5 დაამარცხა. შეხვედრა 2 საათსა და 15 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში იანიკის ანგარიშზე რვა ეისი, ხუთი ორმაგი შეცდომა და ერთი რეალიზებული ბრეიკ-პოინტია. ალკარასმა კი, ხუთი ეისი შეასრულა, არც ერთი ორმაგი შეცდომა არ დაუშვია და სამი ბრეიკ-პოინტიდან მხოლოდ ერთით ისარგებლა.

ამ ტურნირის მოგებით სინერმა 5 მილიონი დოლარი მიიღო, წელს მთლიანობაში ყველაზე მეტი 19,12 მილიონი გამოიმუშავა, ხოლო მისმა კარიერულმა შემოსავალმა 56,63 მილიონს მიაღწია. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ტურინში იანიკმა სეტის წაუგებლად გაიმარჯვა. შემაჯამებელი ტურნირი კი 24 წლის აპენინელმა ზედიზედ მეორედ მოიგო, რაც მასზე ახალგაზრდულ ასაკში ისტორიაში მხოლოდ ერთ ჩოგბურთელს, როჯერ ფედერერს აქვს გაკეთებული, რომელმაც ეს 2004 წელს, 23 წლისამ მოახერხა.

ცნობისათვის, დღევანდელი მატჩის შემდეგ კარლოს ალკარასსა და იანიკ სინერს შორის ურთიერთშეხვედრებში ესპანელი 10:6-ს, ხოლო მხოლოდ წლევანდელ სეზონში 4:2-ს იგებს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მაგის დადგენას დიდი ხანია ვცდილობ“ - მუზეტი ლიდერებს ვერ ეწევა
„მაგის დადგენას დიდი ხანია ვცდილობ“ - მუზეტი ლიდერებს ვერ ეწევა