ალესანდრო ბასტონი
Aa
Aa

ალესანდრო ბასტონიმ ბარსელონასთან კონტრაქტი შეათანხმა | Marca

„ბარსელონა“ ალესანდრო ბასტონის ტრანსფერზე მუშაობას აქტიურად განაგრძობს.

Marca-ს ჟურნალისტის,  მატეო მორეტოს ინფორმაციით, მხარეებს შორის პროგრესი აშკარაა:

„ისინი უკვე რამდენიმე თვეა ბასტონის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ და პირადი კონტრაქტის პირობებზე შეთანხმება უკვე მიღწეულია. ახლა მთავარია, მოიძებნოს კომპრომისი „ინტერის“ მოთხოვნებსა და „ბარსას“ შეთავაზებას შორის“.

ცნობილია, რომ ფინანსური ტვირთის შესამცირებლად „ბარსელონას“ გარიგებაში ფეხბურთელების ჩართვა სურს. ერთ-ერთი მოთამაშე, რომელიც „ინტერს“ ძალიან მოსწონს და შესაძლოა იტალიაში გადაბარგდეს, ექტორ ფორტია.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, 27 წლის მცველმა 37 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 2 გოლი და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მეომარი, რომელიც შავ სამუშაოსაც ასრულებს“ | რას წერს ფრანგული პრესა კვარაზე
„მეომარი, რომელიც შავ სამუშაოსაც ასრულებს“ | რას წერს ფრანგული პრესა კვარაზე