ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

პრიზმიჩთან დამარცხდა - ბასილაშვილი ბუქარესტის ტურნირს დაემშვიდობა

ბუქარესტის ღია პირველობის 1/16-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP რეიტინგის 112-ე ნომერს დინო პრიზმიჩს დაუპირისპირდა და უშანსოდ, ორ სეტში 4:6 2:6 დამარცხდა.

პირველი სეტი საკმაოდ საინტერესო გამოდგა. ყველაფერი თითქოს ტაი-ბრეიკზე უნდა გარკვეულიყო, მაგრამ მე-10 გეიმში ხორვატმა ნიკოლოზის ჩაწოდება მოიგო და სეტიც მისთვის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

მეორე სეტი ბასილაშვილმა უკეთესად დაიწყო და პრიზმიჩის პირველივე ჩაწოდება მოიგო, თუმცა ხორვატმა უმალ უკუბრეიკი შემოგვთავაზა. ამის შემდეგ, დინომ კიდევ 2 ბრეიკი შეასრულა და ნიკოლოზს შანსი არ დაუტოვა.

ცნობისთვის, ეს ჩოგბურთელები მეორედ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. პირველად ეს 2025 წელს მოხდა და გამარჯვება ხორვატს დარჩა.

ამ მომენტისთვის, ნიკოლოზ ბასილაშვილი 506 ქულით ATP რეიტინგში 123-ე ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები