ბასილაშვილის გამარჯვება | ძირითად ბადემდე ერთი მოგება აშორებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ბუქარესტის 250-იანი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთო. ნახევარფინალურ ეტაპზე ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიოს 266-ე ჩოგანს, დანიელ მიხალსკის დაუპირისპირდა და ორ სეტში გაიმარჯვა.
პირველი სეტის პირველ გეიმში ბასილაშვილის ბრეიკპოინტი ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა. 2:2-ზე ნიკამ მიზანს მიაღწია და ბრეიკით დაწინაურდა. ბასილაშვილმა უპირატესობა შეინარჩუნა და საკუთარ მოწოდებაზე მიღებული სამმაგი სეტპოინტი გარდასახა – 6:4.
ქართველმა ჩოგბურთელმა მეორე სეტი ბრეიკით გახსნა, თუმცა 3:2-ზე მიხალსკიმ წონასწორობა აღადგინა. მეორე პარტიაში გადამწყვეტი მე-11 გეიმი აღმოჩნდა, რომელშიც ნიკოლოზმა სამმაგი ბრეიკპოინტი ხელიდან არ გაუშვა და სეტი 7:5 დახურა.
ცნობისთვის, კვალიფიკაციის ფინალში ბასილაშვილი იური როდიონოვს დაუპირისპირდება, რომელიც მსოფლიოს 177-ე ჩოგანია. მათი შეხვედრა დღეს გაიმართება და რამდენიმე საათში დაიწყება.