ელენა რიბაკინა
Aa
Aa

მოულოდნელობა - რიბაკინა როლან გაროსის მე-2 წრეში დამარცხდა

როლან გაროსის მე-2 წრეში სენსაცია დაფიქსირდა. მსოფლიო რეიტინგის მე-2 ნომერი ელენა რიბაკინა 55-ე ნომერს იულია სტაროდუბცევას დაუპირისპირდა და მოულოდნელად სამ სეტში 6:3 1:6 6:7 დამარცხდა.

რიბაკინამ მატჩი დიდებულად დაიწყო და პირველი სეტი 1-ბრეიკიანი უპირატესობით დახურა.

მეორე სეტი სრული იმედგაცრუება იყო. უკრაინელმა 2 ბრეიკი შეასრულა და 6:1 გაიმარჯვა.

დისაიდერში იულია კვლავ 2-ბრეიკიანი უპირატესობით 3:0-ს იგებდა, თუმცა ელენამ წონასწორობის აღდგენა შეძლო და მატჩი სუპერ ტაი-ბრეიკში გადავიდა, სადაც უკეთესი სტაროდუბცევა იყო, რომელმაც 10:4 გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ მატჩის მიმდინარეობისას რიბაკინამ 51 უნებლიე შეცდომა დაუშვა და 53%-იანი მაჩვენებლით აწვდიდა. ასევე სოციალურ ქსელში ელენასა და მისი მწვრთნელის კონფლიქტის შესახებ დაიწერა, რომელმაც მატჩის მიმდინარეობისას კორტი დატოვა და აღარ დაბრუნებულა. 

ცნობისთვის, ამ მომენტისთვის რიბაკინა WTA-ს რეიტინგში 8143 ქულით მე-2 ადგილზეა. იმ შემთხვევაში თუ სვიატეკი როლან გაროსს მოიგებს, მეორე ადგილს სწორედ პოლონელი დაიკავებს. არინა საბალენკა ჯერჯერობით ხელშეუხებელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები