ალექსანდრ ზვერევი
Aa
Aa

„ზოგი ფულს კი არ შოულობს, ზარალშია“ - ზვერევი პროტესტს შეუერთდა

როლან გაროსის დაწყებამდე ჩოგბურთელებმა დიდი სლემის ტურნირების ორგანიზატორების წინააღმდეგ პროტესტის ორიგინალურ ფორმას მიმართეს - გუშინდელი წინასატურნირო პრესკონფერენცია ტურნირის მონაწილეების დიდმა ნაწილმა დაწყებიდან 15 წუთში დატოვა, რასაც სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა, რადგან მიღებული შემოსავლებიდან ჩოგბურთელებზე მხოლოდ თანხის 15 პროცენტი ნაწილდება. არსებულ სიტუაციაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა მსოფლიოს რეიტინგის მესამე ნომერმა, რომელმაც გამოსავალზე საკუთარი მოსაზრება ჩამოაყალიბა.

ალექსანდრ ზვერევი

სიმართლე გითხრათ ამ ყველაფრის ორგანიზატორი მე არ ვარ, მაგრამ მიხარია, რომ მსგავსი შინაარსის პროტესტს შევუერთდი, რადგან ჩოგბურთელები გაცილებით სამართლიან დამოკიდებულებას ვიმსახურებთ. მე მხოლოდ მსოფლიოს პირველ, მეორე და მესამე ჩოგნებზე არ მაქვს საუბარი - სამართლიანი დამოკიდებულება უნდა იყოს რეიტინგის 250-ე ნომრის მიმართაც, რათა მან გარკვეული თანხის გამომუშავება შეძლოს.

ბევრი ფიქრობს, რომ ტოპ-ათეულის წევრები მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე ვზრუნავთ, რაც სრული სიცრუეა. იმისათვის, რომ ჩოგბურთი უკეთესი გახდეს, ყველას შრომა დაფასებული უნდა იყოს. ზუსტად ვიცი, რომ დავუშვათ 223-ე პოზიციაზე მყოფი მოთამაშე იმდენად ცოტას იღებს, რომ სპორტის ამ სახეობაში რაიმე ფული კი არ იშოვა, არამედ ზარალშია.

ცნობისათვის, როლან გაროსის მთავარ ფავორიტად იანიკ სინერი ითვლება, ხოლო მის კონკურენტებად ალექსანდრ ზვერევსა და ნოვაკ ჯოკოვიჩს ასახელებენ. რაც შეეხება კარლოს ალკარასს, ის ტრავმის გამო არამხოლოდ საფრანგეთის ღია პირველობას, არამედ უიმბლდონსაც გამოტოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რეიტინგის 232-ე ნომერთან წააგო - ბასილაშვილი როლან გაროსის საკვალიფიკაციოზე დამარცხდა
რეიტინგის 232-ე ნომერთან წააგო - ბასილაშვილი როლან გაროსის საკვალიფიკაციოზე დამარცხდა