თამაშისთვის მზად არ ვარ | ალკარასი უიმბლდონს გამოტოვებს
მსოფლიოს მეორე ჩოგანმა კარლოს ალკარასმა განაცხადა, რომ ტრავმის გამო უიმბლდონს გამოტოვებს. მან ინფორმაცია საკუთარ X-ში დაწერა:
„ჩემი გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს და თავს ბევრად უკეთ ვგრძნობ, მაგრამ, სამწუხაროდ, სათამაშოდ ჯერ კიდევ არ ვარ მზად. სწორედ ამიტომ მიწევს, რომ ქუინსისა და უიმბლდონის ბალახის საფარის ტურნირებიდან მოვიხსნა. ეს ჩემთვის ორი მართლაც განსაკუთრებული ტურნირია და ძალიან მომენატრება. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რათა კორტზე რაც შეიძლება მალე დავბრუნდე!''.
კარლოს ალკარასი კარიერაში პირველად გამოტოვებს უიმბლდონს მას შემდეგ, რაც ერთი წლით ადრე ტურნირის ფინალში გავიდა. უიმბლდონის ბოლო ფინალისტი, რომელმაც ტურნირზე მომდევნო სეზონში არ ითამაშა, ნიკ კირიოსი იყო, 2023 წელს. ესპანელი ბალახის საფარის სეზონის გამოტოვების გამო 1 700 სარეიტინგო ქულას დაკარგავს:
1300 – გასული წლის უიმბლდონის ფინალისთვის
500 – ქუინსის კლუბის ტიტულისთვის