ნოვაკ ჯოკოვიჩი, როჯერ ფედერერი
Aa
Aa

ჯოკოვიჩი ბრძოლას განაგრძობს - ნოლემ ფედერერს აჯობა

ნოვაკ ჯოკოვიჩი წლის მეორე დიდი სლემის ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობს. 39 წლის სერბმა ჩოგბურთელმა მსოფლიო რეიტინგის 74-ე ნომერი, ფრანგი ვალენტინ რუაე ოთხ სეტში, 6:3, 6:2, 6:7, 6:3 დაამარცხა და როლან გაროსის მესამე წრეში ზედიზედ მეოცედ გავიდა. ჯოკოვიჩისთვის ეს საფრანგეთის ღია პირველობაზე რიგით 120-ე მოგება გახლდათ და ერთ კონკრეტულ დიდი სლემის ტურნირზე გამარჯვებების რაოდენობით როჯერ ფედერერის რეკორდი გააუმჯობესა - ლეგენდარულმა შვეიცარიელმა უიმბლდონზე მეტოქეებს 119-ჯერ აჯობა.

უშუალოდ შეხვედრას რაც შეეხება, 3 საათსა და 47 წუთს გაგრძელდა და ამ დროის მანძილზე ჯოკოვიჩმა 10 ეისი მოაწოდა, 9 ორმაგი შეცდომა დაუშვა და 9-დან 6 ბრეიკ-პოინტის რეალიზება შეძლო. რაც შეეხება რუაეს, მის ანგარიშზე ასევე 10 ეისი, 4 ორმაგი შეცდომა და შვიდიდან ორი გამოყენებული ბრეიკ-პოინტია.

ცნობისათვის, როლან გაროსის  მომდევნო წრეში ნოვაკ ჯოკოვიჩის მეტოქე ბრაზილიელი ჟოაუ ფონსეკა იქნება, რომელმაც ხუთსეტიანი მატჩი კარიერაში პირველად მოიგო და მიუხედავად იმისა, რომ დინო პრიჟმიჩთან სეტებში 0:2-ს აგებდა, საბოლოოდ გამარჯვების მოპოვება მაინც მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ზოგი ფულს კი არ შოულობს, ზარალშია“ - ზვერევი პროტესტს შეუერთდა
„ზოგი ფულს კი არ შოულობს, ზარალშია“ - ზვერევი პროტესტს შეუერთდა