კარლოს ალკარასი
Aa
Aa

ბარსელონას ტურნირს ჩაეხსნა - ალკარასი ტრავმირებულია

კარლოს ალკარასის ირგვლივ არასასიამოვნო სიტუაციაა. რამდენიმე დღის წინ მან მონტე კარლოს მასტერსის ფინალი იანიკ სინერთან წააგო და ATP რეიტინგში პირველი ადგილი დაკავა, ახლა ის მე-2 ნომერია.

მონტე კარლოს შემდეგ, ესპანელმა ჩოგბურთელმა სამშობლოში, ბარსელონაში გადაინაცვლა და 500-ქულიან კატეგორიის ტურნირზე იღებდა მონაწილეობას.

ალკარასმა პირველ წრეში ოტო ვირტანენი მარტივად ორ სეტში დაამარცხა და მე-2 წრეში ტომას მახაკს უნდა შეხვედროდა, თუმცა მაჯის ტრავმის გამო ტურნირს ჩაეხსნა.

აქედან გამომდინარე, კარლოსი ჯერჯერობით სინერის გადასწრებას ვერ შეძლებს. მათ შორის ქულათა სხვაობა ახლა 390-ს შეადგენს. ალკარასს ბარსელონას ტურნირი, რომ მოეგო კვლავ პირველი ნომერი გახდებოდა, რადგან სინერი მონაწილეობას არ იღებს.

ცნობისთვის, ახლა ბარსელონას ტურნირის მოგების მთავარ ფავორიტად ლორენცო მუზეტი განიხილება, რომელიც მე-2 ნომრად არის განთესილი.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები