ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

ძირითად ბადეში ვერ გავიდა | ბასილაშვილი მონტე კარლოს კვალიფიკაციის ფინალში დამარცხდა

მონტე კარლოს მასტერსის კვალიფიკაციის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩილელ კრისტიან გარინთან ორ სეტში, 5:7, 0:6 დამარცხდა და ძირითად ბადეში ვერ გავიდა. პირველ სეტში ბრძოლა შედგა, მეორე სეტი ჩილელის სრული უპირატესობით მიმდინარეობდა და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა.

ქართველმა ჩოგბურთელმა ნახევარფინალში გერმანელი იან-ლენარდ შტრუფის ბარიერი დაძლია. პირველ სეტში ბასილაშვილმა მეტოქის ჩაწოდებაზე სამი გეიმი მოიგო და სეტი მის სასარგებლოდ 6:3 დასრულდა. მეორე სეტი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, 3:3-ზე კი ბასილაშვილმა სამი გეიმი აიღო და მეორე სეტიც 6:3 მოიგო.

მონტეკარლოს მასტერსის მოქმედი გამარჯვებული კარლოს ალკარასია. შარშანდელი ტურნირის ფინალში ესპანელმა იტალიელი ლორენცო მუზეტი სამ სეტში დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები