ალექსანდარ ჯიკიჩი
Aa
Aa

„მონტენეგრო ძლიერი გუნდია“ | ჯიკიჩის კომენტარი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 28 აგვისტოს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მეშვიდე შეხვედრას გამართავს. მისი მეტოქე მონტენეგრო იქნება. შეხვედრა თბილისის ქორქია-ჯორჯიკიას სახელობის არენაზე 19:30 საათზე გაიმართება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მატჩის წინა დღეს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდრ ჯიკიჩმა საკუთარ გუნდსა და მეტოქეზე მოკლედ ისაუბრა. „გეგმას კარგად მივყვებით. პირველი, რაც მნიშვნელოვანია – ჯანმრთელად ვართ; მეორე – ნაყოფიერად ვშრომობთ; მესამე – გუნდში ძალიან კარგი ატმოსფეროა. ბოლო ვარჯიშებზე ვიყავით მობილიზებულები, აგრესიულები, რაც მონტენეგროსთან მატჩის წინ ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს.

ჩვენს მეტოქეს ზოგი სათანადოდ ვერ აფასებს, მაგრამ მონტენეგრო ძალიან კარგი გუნდია. ჰყავს NBA-ს ყოფილი და ევროლიგის კალათბურთელები. მონტენეგროში ასევე თამაშობენ ადრიატიკის ლიგისა და ევროთასის წარმომადგენლები. დამიჯერეთ, ორივე ძალიან კარგი ლიგაა. როგორც ჩვენთვის, ასევე მონტენეგროსთვის ეს მატჩი ბევრს ნიშნავს. რთული შეხვედრა იქნება, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატის გზაზე მოგება ძალიან მნიშვნელოვანია“.

შეგახსენებთ, რომ მონტენეგროსთან მატჩის შემდეგ ჩვენი გუნდი პორტუგალიას დაუპირისპირდება. შეხვედრა 31 აგვისტოს გაიმართება და თბილისის დროით, 22:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ტირილი რა საჭიროა? კაცურად მოიქეცი“ | უმარმა მერაბს ახალი მეტსახელი მოუფიქრა
„ტირილი რა საჭიროა? კაცურად მოიქეცი“ | უმარმა მერაბს ახალი მეტსახელი მოუფიქრა