პირველი გამარჯვება US Open-ის საკვალიფიკაციოზე | ბოლქვაძემ რუს ჩოგბურთელს მოუგო
28 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა, მარიამ ბოლქვაძემ ამერიკის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მატჩი დაძაბულ ბრძოლაში მოიგო.
ბოლქვაძე მსოფლიო რეიტინგის 214-ე ნომერს, რუს ერიკა ანდრეევას დაუპირისპირდა და ორ სეტში - 6:4, 7:6 დაამარცხა. მატჩის გამარჯვებულის ბედი მეორე სეტში ტაი-ბრეიკმა გამოავლინა. ბოლქვაძემ მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 7:5 დაამარცხა და საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში გავიდა გავიდა.
ქართველი ჩოგბურთელი მეორე შეხვედრას კვლავ რუსი ჩოგბურთელის წინააღმდეგ გამართავს. ბოლქვაძის მეტოქე 21 წლის ალეტვინა იბრაგიმოვა იქნება, რომელიც WTA-ს რეიტინგში 218-ე ადგილს იკავებს. მატჩი 26 აგვისტოს, საქართველოს დროით 19:00 საათზე გაიმართება.
რაც შეეხება მარიამ ბოლქვაძეს, ის რეიტინგში 418-ე პოზიციაზეა.