გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

„ძნელი, მაგრამ აუცილებელია“ | ქოჩორაშვილი სპორტინგს დაემშვიდობა

გიორგი ქოჩორაშვილი „სპორტინგს“ დაემშვიდობა. ქართველი ფეხბურთელი „სევილიას“ რიგებში გადავიდა და სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაც „ლომებს“ მიმართა.

„ზოგჯერ დამშვიდობება ძნელია, მაგრამ ასევე აუცილებელიცაა.

„სპორტინგში“ იმ დიდი იმედითა და ენთუზიაზმით მოვედი, რომ გავმხდარიყავი საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო ადამიანი, როგორიც კი შეიძლებოდა, ვყოფილიყავი. დღეს კი, უკან რომ ვიყურები, ვხვდები, რომ ჩემი მიზნის უდიდეს ნაწილს იმ ადამიანების წყალობით მივაღწიე, ვინც ეს გზა ჩემთან ერთად გაიარა.

დღეს რომ მკითხონ, შევცვლიდი თუ არა „სპორტინგში“ გადასვლაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, ჩემი პასუხი კვლავ იგივე იქნება: არა.

იმიტომ, რომ „სპორტინგი“ უდიდესი კლუბია, გამორჩეული ღირებულებებით, მაღალი მოთხოვნებითა და უნიკალური იდენტობით. მაგრამ ის, რაც ნამდვილად ჩემთან რჩება, ადამიანები არიან.

ჩემი თანაგუნდელები, ჩემი მეგობრები, ადამიანები, ვისთან ერთადაც ვიზიარებდი გასახდელს, ვარჯიშებს, გამარჯვებებს, რთულ მომენტებს, სიცილსა და უამრავ, ერთად გატარებულ დღეს. საოცარი ადამიანები, რომლებიც სამუდამოდ ჩემი ცხოვრების ნაწილი იქნებიან და რომლებმაც ისეთი რამ მასწავლეს, რასაც, შესაძლოა, სხვა ვერსად ვისწავლიდი.

იყო ფეხბურთელი — საოცარი რამაა.

იყო „სპორტინგის“ ფეხბურთელი — ბრწყინვალე რამაა.

მაგრამ ყველაზე ლამაზი მაინც ის სურვილია, რომ ყოველდღე ეცადო, საკუთარი თავის უკეთესი ვერსია გახდე და, ამავდროულად, შენი თანაგუნდელებიც უკეთესი გახადო.

მადლობა, სპორტინგისტებო, ყველაფრისთვის, რაც ერთად განვიცადეთ, ყველაფრისთვის, რაც ვისწავლე და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემს გულში რჩება. თქვენ ბევრად მეტს იმსახურებთ. „სპორტინგი“ სამუდამოდ ჩემთან იქნება“.

შეგახსენებთ, რომ ქოჩორაშვილი „სპორტინგში“ 2025 წელს „ლევანტედან“ 5.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. „ლომებმა“ ის „სევილიაში“ 4.5 მილიონ ევროდ გაუშვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ტირილი რა საჭიროა? კაცურად მოიქეცი“ | უმარმა მერაბს ახალი მეტსახელი მოუფიქრა
„ტირილი რა საჭიროა? კაცურად მოიქეცი“ | უმარმა მერაბს ახალი მეტსახელი მოუფიქრა