ხვიჩა კვარაცხელია, იური სიომინი
Aa
Aa

სიომინი - „ხვიჩაზე მეტად, ოქროს ბურთი არავის დაუმსახურებია“

მოსკოვის „ლოკომოტივში“, ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა, იური სიომინმა განაცხადა, რომ „ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთს“ იმსახურებს, მიუხედავად იმისა, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არ უთამაშია.

„უბრალოდ ხვიჩას უნდა მისცენ „ოქროს ბურთი“ და ეგ არის. ბევრი ფიქრი საჭირო არ არის. მან ეს ჯილდო დაიმსახურა“, - განაცხადა სიომინმა.

„ოქროს ბურთის“ ახალი მფლობელის ვინაობა ოქტომბრის ბოლოს გაირკვევა. გამოკითხვას, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს ავლენს, ფრანგული გამოცემა France Football-ი ატარებს. გასულ წელს ჯილდო „პსჟ“-სა და საფრანგეთის ნაკრების ფორვარდმა, უსმან დემბელემ მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ალისონი გუნდს კიდევ დიდი ხნით დასჭირდება“ - დევიდ ჯეიმსი
„ალისონი გუნდს კიდევ დიდი ხნით დასჭირდება“ - დევიდ ჯეიმსი