გიორგი მიქაუტაძე, ინიგო პერესი
Aa
Aa

რას ელოდება მიქაუტაძისგან | ვილიარეალის მწვრთნელს ქართველ ფეხბურთელზე ჰკითხეს

„ვილიარეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ინიგო პერესმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. „ყვითელი წყალქვეშა ნავის“ მომდევნო მეტოქე „ალავესია“ და ჟურნალისტებმა პერესს ჰკითხეს, გიორგი მიქაუტაძისგან რას ელოდება.

„მიქაუტაძე მის უკან მყოფ თანაგუნდელებს არ უნდა დაელოდოს, მომენტებს როდის შეუქმნიან, რომლებსაც შემდეგ დააგვირგვინებს. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა დაკარგოს, თუმცა აქვს თვისებები, რომელთა წყალობითაც მომენტების შექმნა თავადაც შეუძლია.

მიქაუტაძეს შეუძლია, მოწინააღმდეგე გუნდის მცველები მიიზიდოს და შემდეგ, პოზიციური სიღრმის ცვლილებით, როგორც ეს ატლეტიკოსთან მატჩში ვნახეთ, ახალი სივრცეები გააჩინოს, რის გამოც მეტოქე გუნდის მცველებს მისი პოვნა და აყვანა გაუჭირდებათ“.

შეგახსენებთ, რომ „ატლეტიკოსთან“ მატჩში მიქაუტაძემ პენალტი მოიპოვა და რობინ ლე ნორმანდს წესების დარღვევა აიძულა, რის გამოც იგი მოედნიდან გააძევეს. თერთმეტმეტრიანი მიქაუტაძემ გარდასახა და „ვილიარეალი“ 2:1 დააწინაურა, თუმცა „ყვითელმა წყალქვეშა ნავმა“ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

რაც შეეხება „ვილიარეალის“ მომდევნო შეხვედრას, „ალავესთან“ მატჩი 28 აგვისტოს არის დანიშნული. თამაში თბილისის დროით 23:30-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საქართველოში ვიყავი, ჭიდაობა დავხვეწე“ - სონგ იადონგი უმართან ჩხუბის წინ
„საქართველოში ვიყავი, ჭიდაობა დავხვეწე“ - სონგ იადონგი უმართან ჩხუბის წინ