„საქართველოში ვიყავი, ჭიდაობა დავხვეწე“ - სონგ იადონგი უმართან ჩხუბის წინ
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩინელმა მებრძოლმა, სონგ იადონგმა, რომელიც რამდენიმე დღეში შანხაიში უმარ ნურმაგომედოვს დაუპირისპირდება, მედიადღის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვიდრე უმართან ჩხუბისთვის მომზადებას დაიწყებდა, ორი კვირის განმავლობაში ჭიდაობის დასახვეწად საქართველოში იყო ჩამოსული.
„მოსამზადებელი ბანაკის დაწყებამდე საქართველოში ვიყავი, სადაც დაახლოებით ორი კვირა ჭიდაობაში ვემზადებოდი. ოლიმპიურ და მსოფლიო ჩემპიონთან ვჭიდაობდი, ბევრი რამ ვისწავლე - კონკრეტული მოძრაობები, რომლებიც მანამდე არ მინახავს. ეს კარგი გამოცდილება იყო.
იანი-დვალიშვილის ჩხუბი? ორივე მებრძოლი ძალიან ძლიერია, მაგრამ, ვფიქრობ, უპირატესობა იანს ექნება, იმიტომ რომ მან რემატჩი მოიგო და მერაბს ახლაც გაუმკალავდება“.
ცნობისთვის, იადონგი-ნურმაგომედოვის ორთაბრძოლა შანხაიში გაიმართება და ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება. ჩინელი მებრძოლის ანგარიშზე 23 მოგება და 9 მარცხია, ხოლო უმარ ნურმაგომედოვის კარიერაში 20 მოგებასთან ერთად მხოლოდ 1 მარცხია - მერაბ დვალიშვილთან სატიტულო ჩხუბში.