უსმან დემბელე, ლუის ენრიკე
Aa
Aa

„ენრიკემ შორს შეტოპა...“ - ფრანგი ანალიტიკოსი დემბელე-ენრიკეს ინციდენტზე

„რენთან“ ლიგა 1-ის პირველი ტურის შეხვედრაში (2:2), შესვენებაზე უსმან დემბელეს შეცვლას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პრესკონფერენციაზე ლუის ენრიკემ დასმულ კითხვაზე პირდაპირი და ხისტი პასუხი გასცა. ესპანელმა სპეციალისტმა მოტივაციის ნაკლებობას გაუსვა ხაზი და ფსიქოლოგიური კუთხით ისაუბრა.

ფრანგული პრესა ამ ამბავს დიდი ყურადღებით აკვირდება. როგორც ცნობილია, უსმან დემბელეს ერთკვირიანი დასვენება მისცეს და, შესაბამისად, ის 31 აგვისტომდე არ დაბრუნდება. ამ მოვლენამ, რა თქმა უნდა, დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

ამ თემასთან დაკავშირებით, ფრანგულმა RMC-იმ ცნობილი ფრანგი ანალიტიკოსი ვალიდ აშეშური ჩაწერა, რომელმაც თავისი მოსაზრებები დააფიქსირა.

ეს ლუის ენრიკესა და დემბელესთვის დასასრულის დასაწყისია?

„მოკლე განცხადებაში პსჟ-მა დაადასტურა, რომ დემბელე 31 აგვისტომდე დაისვენებდა, „მწვრთნელთან და სპორტულ მენეჯმენტთან შეთანხმებით“. ეს საკმაოდ მოულოდნელი გადაწყვეტილება ახლა 2025 წლის „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულსა და მის მწვრთნელს შორის შესაძლო განხეთქილების შესახებ ეჭვებს აჩენს.

„კვირას საღამოს ვთქვი, ვფიქრობდი, რომ გუნდისთვის დემბელესა და კვარაცხელიას გაყვანა დადებითი ნაბიჯი იყო. თუმცა, მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე, ვფიქრობ, ლუის ენრიკემ შორს შეტოპა. იმ მომენტში მან ძლიერი გზავნილი გააჟღერა, რითაც არსებითად თქვა, რომ აქ არავის არაფერი მოუგია და არანაირი დათმობები არ იქნება“,

- განუცხადა ვალიდ აშერშურმა RMC-ს.

„მას სურდა რეალური მესიჯის გაგზავნა და მე პატივს ვცემ ლუის ენრიკეს, რადგან მან ეს კილიან მბაპესთანაც კი გააკეთა. ახლა ჩვენ უსმან დემბელესა და ლუის ენრიკეს შორის არსებული საერთო კონტექსტი უნდა გავითვალისწინოთ. პარიზული პროექტის ორი საკვანძო ფიგურა ერთმანეთს უპირისპირდება. თუმცა, ისინი ერთმანეთს დაეხმარნენ, რომ ამ კლუბის ლეგენდები გამხდარიყვნენ. იმის გამოკლებით, რომ დემბელემ გასახდელში დიდი სივრცე დაიკავა. ის პსჟ-ის ლიდერია და ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია. ლუის ენრიკე კი, ზედიზედ ორი ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, კიდევ უფრო წინა პლანზე გამოდის და ეს სატრანსფერო ფანჯარაზეც დავინახეთ, სადაც მას აღარ სურს მეორეხარისხოვანი მოთამაშეები, არამედ თითქმის პირველი დონის ვარსკვლავები სურს“.

ფერანი დემბელეს ნაცვლად?

„მრჩება შთაბეჭდილება, რომ ლუის ენრიკეს ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებული პსჟ 2.0-ის მართვა სურს, შესაძლოა იმ ეპოქის დასრულებით, რომელსაც ის უსმან დემბელესთან ერთად ასრულებს. და მას თავისი საფეხბურთო პროტეჟე მოჰყავს. რამუშთან შედარებით, რომელიც მისი პირველი არჩევანი არ ყოფილა, მას თავისი პროტეჟე მოჰყავს. და ამან შეიძლება უსმან დემბელეში რაღაც გამოიწვიოს! ჩვენ ვიცით, რომ ფერან ტორესის ირგვლივ რაღაც ხდება. ის ზუსტად ისეთი ტიპის ფეხბურთელია, როგორიც მას მოსწონს და ის არ ჰგავს რამუშს ან მაიულუს, რომლებიც ცრუ კონკურენტები იყვნენ. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ აქ რაღაც საეჭვო ხდება და კონტრაქტის გახანგრძლივებაც შესაძლებელია მოხდეს ან არ მოხდეს.“

შეგახსენებთ, რომ დემბელეს პსჟ-სთან კონტრაქტი 2028 წლამდე აქვს ძალაში. ხელშეკრულება 2023-ში გაფორმდა და იმის შემდეგ არ განახლებულა. ეს კი ბევრ რამეზე მეტყველებს.

საფრანგეთში ახლა ყველა ელოდება იმას, თუ როგორ დაბრუნდება დემბელე ერთკვირიანი პაუზის შემდეგ და როგორი იქნება მასსა და ლუის ენრიკეს შორის ურთიერთობა...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები