„გამოცდილი გუნდია, ძალიან ძლიერი შეტევა ჰყავთ“ - კლიაიჩი საქართველოს ნაკრებზე
Aa
Aa

„გამოცდილი გუნდია, ძალიან ძლიერი შეტევა ჰყავთ“ - კლიაიჩი საქართველოს ნაკრებზე

მონტენეგროს ნაკრების კალათბურთელმა, იოვან კლიაიჩმა საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ არსებულ მოლოდინზე ისაუბრა და „ჯვაროსნების“ რიგებში ყველაზე სახიფათო მეტოქეები დაასახელა.

„რთულ მატჩს ველოდებით, საქართველოს ნაკრებს ყველა წამყვანი მოთამაშე ჰყავს, გამოცდილი გუნდია და საკუთარ კედლებში ითამაშებს. იმედია, მაქსიმუმს გავაკეთებთ და გავიმარჯვებთ.

პირველ რიგში, მეტოქის შემადგენლობაში კაპიტანს, თორნიკე შენგელიას გამოვყოფდი. ის არაერთი წელია, საერთაშორისო დონეზე თამაშობს და ევროლიგის ერთ-ერთი გამორჩეული კალათბურთელია. გოგა ბითაძეს NBA-ში თამაშის გამოცდილება აქვს. ასევე გამოვყოფდი მარკის რიდს, რომელსაც შესანიშნავი მატჩები ჰქონდა. საქართველოს ნაკრები შეტევაში ძალიან ძლიერია, მაგრამ შევეცდებით, ისინი შევაჩეროთ.

სლოვენიასთან კარგად ვითამაშეთ და საქართველოსთვის მოსამზადებლად დაახლოებით 20 დღე გვქონდა. ყველაზე მნიშვნელოვანი პარკეტზე ერთიანობა იქნება“.

აქვე გეტყვით, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდის ფარგლებში, საქართველო-მონტენეგროს მატჩი ხვალ, 19:30 საათზე გაიმართება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბელგიიდან ნიდერლანდებში - მერკვილაძეს ახალი კლუბი ჰყავს
ბელგიიდან ნიდერლანდებში - მერკვილაძეს ახალი კლუბი ჰყავს