ფუტსალი | კსუ-მ ჩემპიონთა ლიგაზე ლინქსს მოუგო
„კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა“ ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩი გამართა და გიბრალტარული „ლინქსი“ 7:3 დაამარცხა.
გიორგი ჩიმაკაძემ ჰეთ-თრიკი შეასრულა, თითო გოლი კი ნიკა ხარატიშვილის, საბა მაჩიტიძის, ჯანიკო გიორგაიასა და ვახტანგ კეკელიას ანგარიშზეა.
კსუ-ს შემადგენლობა: ასლანი, ჩიმაკაძე, გიორგაია, კეკელია, რონინიო, გოგსაძე, ლუკავა, ქურცაძე, მაჩიტიძე, მანგოშვილი, ჭუმბურიძე, ქურცაძე, ხარატიშვილი, აჭარაძე. მწვრთნელი: ლევან კობაიძე.
ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრაში ბოსნიურმა „ბუბა მარამ“ ნორვეგიულ „უტლეირას“ 7:2 მოუგო. დღეს კსუ „უტლეირას“ შეხვდება, 29 აგვისტოს კი მესამე ტურში „ბუბა მარას“ დაუპირისპირდება. ჯგუფის ყველა მატჩი ბოსნიაში იმართება.