ავთანდილ ასათიანი
Aa
Aa

სვანიძის და კურტანიძის გოლები | საქართველო ჩეხეთთან დამარცხდა

საქართველოს ფუტსალის ნაკრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩეხეთთან 2:3 დამარცხდა.

ამხანაგურ მატჩში სტუმრები დაწინაურდნენ, გოლები დუშან კუნსტნერისა და ვოიტეხ ბიშკოს ანგარიშზეა.ირაკლი თოდუას პასით ლევან სვანიძემ გაიტანა, ავთანდილ ასათიანის გუნდმა ტაიმი 1:2 დათმო.

მეორე ტაიმში ნიკოლოზ კურტანიძემ ანგარიში გაათანაბრა, თუმცა დავიდ დროზდიმ კვლავ წინ გაიყვანა ჩეხეთის ნაკრები.

ნიკოლოზ კურტანიძის გოლი

საქართველოს ნაკრების სასტარტო ხუთეული: ალი ასლანი, შოთა თოფურია, გიორგი ჩიმაკაძე, ჯანიკო გიორგაია, ვახტანგ კეკელია

სათადარიგო მოთამაშეები: გიგი ლომაია, ბექა გოგსაძე, ირაკლი თოდუა (კ), ვანო ბექაური, ვახტანგ ჯვარაშვილი, ნუკრი ჭუმბურიძე, არჩილ სებისკვერაძე, ნიკოლოზ კურტანიძე, ლევან სვანიძე, ნიკოლოზ გაბრიჩიძე

საქართველო და ჩეხეთი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მეორე ამხანაგურ მატჩს 10 სექტემბერს გამართავენ, მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები