ნიკოლოზ ქუთათელაძე
Aa
Aa

„ყოველთვის სწორ დროსა და ადგილას“ - ესტონურმა მედიამ ქუთათელაძე გამოარჩია

ესტონური გამოცემა Soccernet-ი „ლევადიას“ ქართველი ფორვარდის, ნიკოლოზ ქუთათელაძის შედეგიან თამაშს ეხმიანება.

„25 წლის ქართველ ფორვარდს „ლევადიას“ მაისურით მხოლოდ 133 წუთი აქვს ნათამაშები, თუმცა მის ანგარიშზე უკვე 3 გოლი და 1 საგოლე პასია. ქუთათელაძე ყოველთვის სწორ დროსა და ადგილას ჩნდება და გოლზეა ორიენტირებული. ვნახოთ, რამდენად მაღლა აღმოჩნდება ის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში“.

ცნობისთვის, ქუთათელაძის „ლევადიამ“ ესტონეთის თასის 1/16-ფინალში „პაიდეს“ 4:1 მოუგო, ქართველმა ფორვარდმა კი დუბლი გაიფორმა.

რამდენიმე დღის წინ ქუთათელაძემ ესტონეთის ჩემპიონატში „ნარვა ტრანსთან“ მატჩში გოლითა და საგოლე პასით გამოიჩინა თავი.


აქვე გეტყვით, რომ ქუთათელაძე „ლევადიაში“ 13 აგვისტოს გადავიდა, მანამდე კი „რუსთავის“ ღირსებას იცავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველა კომპონენტში ბრწყინვალეა“ | LoL-ის მოთამაშის ფავორიტი ხვიჩა კვარაცხელიაა
„ყველა კომპონენტში ბრწყინვალეა“ | LoL-ის მოთამაშის ფავორიტი ხვიჩა კვარაცხელიაა