ლიგის ფაზის ყველა მონაწილე ცნობილია - წილისყრა დღეს გაიმართება
Aa
Aa

ლიგის ფაზის ყველა მონაწილე ცნობილია - წილისყრა დღეს გაიმართება

ჩემპიონთა ლიგაზე პლეიოფის ეტაპი დასრულდა და ლიგის ფაზის ყველა მონაწილე კლუბი გაირკვა. რეიტინგის მიხედვით კლუბები 4 კალათაში გადანაწილდნენ, წილისყრა კი დღეს გაიმართება.

კალათა 1: პსჟ, ბაიერნი, რეალი, ლივერპული, ინტერი, მანჩესტერ სიტი, არსენალი, ბარსელონა, ატლეტიკო

კალათა 2: დორტმუნდი, რომა, სპორტინგი, ასტონ ვილა, პორტუ, მანჩესტერ იუნაიტედი, ბრიუგე, ბეტისი, პსვ

კალათა 3: ფეიენოორდი, ლილი, ბოდო/გლიმტი, ნაპოლი, ლაიფციგი, ვილიარეალი, ფენერბაჰჩე, შახტარი, გალათასარაი

კალათა 4: სლავია პრაღა, სლოვანი, შტუტგარტი, აეკი, ლასკი, კომო, ლანსი, ვიკინგი, საბაჰი.

აღსანიშნავია, რომ იტალიური „კომო“, ნორვეგიული „ვიკინგი“ და აზერბაიჯანული „საბაჰი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველად ითამაშებენ.

ლიგის ფაზის წილისყრა დღეს თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ენრიკემ შორს შეტოპა...“ - ფრანგი ანალიტიკოსი დემბელე-ენრიკეს ინციდენტზე
„ენრიკემ შორს შეტოპა...“ - ფრანგი ანალიტიკოსი დემბელე-ენრიკეს ინციდენტზე