„გულიაშვილი თავს კარგად გრძნობს და ხვალ სათამაშოდ მზადაა“ - რასინგის მწვრთნელი
სანტანდერის „რასინგის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსე ალბერტომ „ელჩესთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ქართველ ფორვარდის, გიორგი გულიაშვილის მდგომარეობაზე ისაუბრა.
„ხეტაფესთან“ მატჩში გულიაშვილი განაცხადში იყო, ამ კვირის განმავლობაში ვარჯიშებზე თავს კარგად გრძნობდა და ხვალ სათამაშოდ მზადაა.
თავდასხმის გაძლიერება? კლუბს ჩემი პოზიცია ჯერ კიდევ წინა სეზონის დასრულების შემდეგ ვაცნობე. ახლა მხოლოდ ხვალინდელ მატჩზე ვფიქრობ.
გულიაშვილს ფორვარდის პოზიციაზე უთამაშია და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. გასულ სეზონში მან გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. სხვა ფორვარდებიც კარგად მუშაობენ და მზად არიან კონკურენციისთვის. განსხვავებული ტიპის თავდამსხმელები გვყავს და მათი ძალების მჯერა“.
ცნობისთვის, რასინგი-ელჩეს მატჩი ხვალ, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.