ხულიან ალვარესი
Aa
Aa

ალვარესი ბარსელონაში გამოირიცხა - ატლეტიკომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა

„მადრიდის „ატლეტიკოს“ დირექტორთა საბჭოს წევრებმა ერთხმად გამოუცხადეს სრული მხარდაჭერა კლუბის გადაწყვეტილებას, არ აწარმოოს მოლაპარაკებები ხულიან ალვარესის „ბარსელონაში“ ტრანსფერთან დაკავშირებით.

დირექტორთა საბჭოს წევრები აღნიშნავენ, რომ „მადრიდის „ატლეტიკო“ ღიაა სატრანსფერო ბაზრის სტანდარტული მოლაპარაკებებისთვის, როდესაც ის პროფესიონალურ, ეთიკურ და ურთიერთპატივისცემის ვითარებაში მიმდინარეობს.

„ჩვენ სრულად ვიზიარებთ კლუბის მიერ მანამდე გაჟღერებულ პოზიციას, რომ „ბარსელონამ“ ვერ დააკმაყოფილა ეს მოთხოვნები და შედეგად, არანაირი მოლაპარაკება არ გაიმართება, ალვარესის „ბარსელონაში“ ტრანსფერი კი საერთოდ არ განიხილება.

მადრიდის „ატლეტიკოს“ სჯერა, რომ ჩვენი ფეხბურთელი გაგებით მოეკიდება ამ გადაწყვეტილებას და კვლავ კონცენტრირებული დარჩება კლუბის მიზნების მიღწევაში დახმარებაზე, ზუსტად ისე, როგორც ამას იმ ორი სეზონის განმავლობაში აკეთებდა, როდესაც ის ჩვენი გუნდის ღირსებას იცავდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დიუგარი: ალვარესი და მისი გარემოცვა იდიოტები არიან
დიუგარი: ალვარესი და მისი გარემოცვა იდიოტები არიან