დიუგარი: ალვარესი და მისი გარემოცვა იდიოტები არიან
საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა კრისტოფ დიუგარიმ, ხულიან ალვარესის სიტუაციის შესახებ ისაუბრა.
„ფეხბურთელი და მისი გარემოცვა იდიოტები არიან. როგორ შეიძლება განაცხადო: „მე კლუბიდან წასვლა მინდა“? ის რა, სულელია? საუკეთესო გზა წასასვლელად ის არის, რომ არ გააკეთო ის, რაც მან გააკეთა. მოკეტე, იყავი უფრო თავმდაბალი, კომუნიკაციაში გონივრულად მოიქეცი...
ნუთუ ვერ დაინახე, რა დაემართა გრიზმანს? შენ რა, არ იცი მენეჯმენტი როგორ მუშაობს? შენ რა, შენს გულშემატკივრებს არ იცნობ?
მოთამაშეს, რომელსაც წასვლა სურს, წასვლის შესაძლებლობა უნდა მისცე. თუ ამას არ გააკეთებ, პრობლემები მხოლოდ მოიმატებს. მე ასევე მიმაჩნია, რომ ორივე მხარემ პატივისცემა უნდა გამოიჩინოს.
პირველი, რაც უნდა გააკეთო, თუ მოლაპარაკებას ცდილობ, ის არის, რომ არ შეაფურთხო შენს გულშემატკივრებს, შენს კლუბს... ის, თუ როგორ იქცევი, სრულიად მიუღებელია და ეს ცუდად შემოგიბრუნდება.
ამ ბიჭს სერიოზული შრომა მოუწევს. მან საკუთარი თავი თავად ჩაიგდო ბორკილებში და სიტუაციის გამოსწორება მარტივი არ იქნება. რამხელა შეცდომაა!“
- განაცხადა დიუგარიმ.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დროს არგენტინელმა საჯაროდ განაცხადა „ატლეტიკოს“ დატოვების სურვილის შესახებ, მოგვიანებით კი ალვარესმა კლუბის ხელმძღვანელობას აცნობა, რომ „ბარსელონაში“ გადასვლა სურდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მადრიდელები მზად არიან ხულიანი 150 მილიონ ევროდ გაუშვან, მაგრამ მისი კატალონიურ კლუბში გაყიდვა გამორიცხულია.