ეკო გორგოძე
Aa
Aa

US Open | გორგოძემ კვალიფიკაციის პირველი ეტაპი დაძლია

US Open-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ წრეში ეკო გორგოძე პოლონელ კატაჟინა კავას დაუპირისპირდა და სამ სეტში გაიმარჯვა.

პირველი სეტი პოლონელმა ჩოგბურთელმა კარგად დაიწყო, ჯერ 3:0, შემდეგ კი 4:1 დაწინაურდა და პარტიის სასურველ შედეგამდე მიყვანა არ გასჭირვებია - 6:3.

მეორე სეტი უფრო დაძაბული და თანაბარი გამოდგა, ყველაფერი კი თაიბრეიქზე გადაწყდა, სადაც ეკომ მეტოქეს 7:6(7:2) აჯობა. რაც შეეხება მესამე სეტს, აქ უკვე უპირატესობა გორგოძის მხარეს იყო, ეკომ მეტოქის ჩაწოდებაზე 3 გეიმი აიღო და სეტი 6:2 მოიგო.

მომდევნო წრეში გორგოძის მეტოქე ბერძენი დესპინა პაპამიხაილი იქნება, რომელიც WTA რეიტინგში 188-ე პოზიციაზეა. ეს მატჩი 26 აგვისტოს არის ჩანიშნული.

აქვე გეტყვით, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდი მარიამ ბოლქვაძემაც დაძლია და მეორე წრეში 21 წლის რუს ჩოგბურთელს, ალევტინა იბრაგიმოვას დაუპირისპირდება.

რაც შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილს, ის განთესილთა შორისაა და მე-19 ნომერია. მისი პირველი მეტოქე სამხრეთკორეელი ჩოგბურთელი, ჰონ სეონჩანი გახლავთ. ბასილაშვილი ფავორიტია და გამარჯვების შემთხვევაში, ტრისტან შულკეიტისა და ჯეკ სეკორდის წყვილის გამარჯვებულზე გადის. ბასილაშვილისა და სეონჩანის შეხვედრა 25 აგვისტოს, 19:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
US Open-ის კვალიფიკაცია | ქართველი ჩოგბურთელების მეტოქეები ცნობილია
US Open-ის კვალიფიკაცია | ქართველი ჩოგბურთელების მეტოქეები ცნობილია