მარიამ ბოლქვაძე
Aa
Aa

ამერიკის ღია პირველობა - ბოლქვაძე კვალიფიკაციის ფინალში გავიდა

ამერიკის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში მარიამ ბოლქვაძე ალვეტინა იბრაგიმოვას დაუპირისპირდა და ორ სეტში 6:4 6:3 დაამარცხა.

ქართველმა ჩოგბურთელმა პირველი სეტი ცუდად დაიწყო და თავისი პირველი ჩაწოდება დათმო, თუმცა მე-5 და მე-7 გეიმებში ბრეიკები შეასრულა და სეტი მისთვის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

მეორე სეტის საწყის 2 გეიმში, ჩოგბურთელებმა ბრეიკები გაცვალეს. ამის შემდეგ, ბოლქვაძე გააქტიურდა და ორი ბრეიკი შეასრულა, რითიც კომფორტული უპირატესობა შეიქმნა.

მიუხედავად ამისა, იბრაგიმოვამ გაიბრძოლა და როდესაც ბოლქვაძე მატჩზე აწვდიდა, ბრეიკი შეასრულა და მატჩში დაბრუნება სცადა, მაგრამ ალვეტინამ უმალ თავისი ჩაწოდება დათმო და მატჩიც წააგო.

ამ გამარჯვების შემდეგ, მარიამ ბოლქვაძე კვალიფიკაციის ფინალში გავიდა და ძირითად ბადემდე ერთი ნაბიჯი აშორებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები