მონტეკარლოს მასტერსი | ბასილაშვილი კვალიფიკაციის ფინალშია
ნიკოლოზ ბასილაშვილი მონტეკარლოს მასტერსის კვალიფიკაციის ნახევარფინალში მსოფლიოს 75-ე ჩოგანს, გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს დაუპირისპირდა და ორ სეტში გაიმარჯვა.
პირველ სეტში ბასილაშვილმა მეტოქის ჩაწოდებაზე სამი გეიმი მოიგო და სეტი კი მის სასარგებლოდ 6:3 დასრულდა. მეორე სეტი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, 3:3-ზე კი ბასილაშვილმა სამი გეიმი აიღო და მეორე სეტიც 6:3 მოიგო.
კვალიფიკაციის ფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ჩილელი კრისტიან გარინი (100) იქნება, რომელმაც ნიდერლანდელი იესპერ დე იონგი სამ სეტში დაამარცხა.
აქვე გეტყვით, რომ მონტეკარლოს მასტერსის მოქმედი გამარჯვებული კარლოს ალკარასია. შარშანდელი ტურნირის ფინალში ესპანელმა იტალიელი ლორენცო მუზეტი სამ სეტში დაამარცხა.