ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„ჩემთან ჩხუბს მახაჩევთან ასვლა ურჩევნია“ | ცარუკიანმა თოფურიაზე ისაუბრა

არმან ცარუკიანმა ილია თოფურიაზე ისაუბრა. სომეხმა მებრძოლმა სამომავლო გეგმებზე გააკეთა კომენტარი და განმარტა, რატომ ურჩევნია „ელ მატადორს“ მასთან ჩხუბს ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ ბრძოლა.

„თეთრი სახლის ღონისძიებას ველოდები. გეიჯი და თოფურია იჩხუბებენ და შემდეგ ჩემი მომდევნო ორთაბრძოლა გამოცხადდება. სავარაუდოდ, ვიჩხუბებ სექტემბერში, ოქტომბერში ან წლის ბოლოს. გააჩნია, ვინ გაიმარჯვებს. თუ ილია მოიგებს, ალბათ წლის ბოლოს, ხოლო თუ გეიჯი — მაშინ სექტემბერში ან ოქტომბერში.

ვფიქრობ, ილია გაიმარჯვებს, თუმცა ჯასტინი ძველი სკოლის წარმომადგენელი მებრძოლია. ასე რომ, წინასწარ არაფერი იცი. თუ UFC თოფურიას ნებას დართავს, წონითი დივიზიონი შეიცვალოს, ის ქვესაშუალოში აუცილებლად ავა. მას ჩემთან ჩხუბს ისლამ მახაჩევთან ბრძოლა ურჩევნია, რადგან ეს მესამე ტიტულის დასაკუთრების შანსს მისცემს და დიდ ფულს მოუტანს. თანაც ისლამთან რომც წააგოს, არაუშავს, მაგრამ მსუბუქ წონაში, ჩემთან თუ დამარცხდა, ყველაფერი დასრულდება“.

ცნობისთვის, ცარუკიანმა ბოლო ჩხუბში დენ ჰუკერი მახრჩობელა ილეთით დაამარცხა. არმანი „თეთრი სახლის“ ღონისძიების მთავარი მოვლენის დამზღვევია, მაგრამ, როგორც თავად აცხადებს, წონას არ დაიკლებს, რადგან გეიჯი და თოფურია ჯანმრთელად არიან და, დიდი ალბათობით, ჩხუბს არ ჩაეხსნებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გადამწყვეტი როლი კვლავ კვარამ ითამაშა“ - ბიქსენტ ლიზარაზუ
„გადამწყვეტი როლი კვლავ კვარამ ითამაშა“ - ბიქსენტ ლიზარაზუ