„გადამწყვეტი როლი კვლავ კვარამ ითამაშა“ - ბიქსენტ ლიზარაზუ
ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა, ბიქსენტ ლიზარაზუმ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიას თამაში შეაფასა. ვეტერანმა მცველმა აღნიშნა, რომ როდესაც პსჟ-ს ყველაზე მეტად უჭირდა, გადამწყვეტი გოლი კვლავ ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა.
რას ამბობს ლიზარაზუ:
„პსჟ-ს ფეხბურთელები ძალიან, ძალიან ძლიერები იყვნენ. გასახდელში ალბათ ბევრი ისაუბრეს, რადგან მეორე ტაიმში აშკარად ნაკლებად ნერვიულობდნენ. ალბათ შეთანხმდნენ, რომ მეტოქის მახეში არ უნდა გაბმულიყვნენ. გარდა ამისა, მსაჯობაც ოდნავ შეიცვალა, „არსენალის“ ანტიფეხბურთს უფრო მკაცრად სჯიდნენ და ამან ძალთა ბალანსი მეტ-ნაკლებად აღადგინა. თუმცა, ვიმეორებ, დარწმუნებული ვარ, რომ შესვენებაზე რაღაც მოხდა — „პარიზი“ მოედანზე სულ სხვა სახით დაბრუნდა. და კვარამ კვლავ გადამწყვეტი როლი ითამაშა, როცა სამართლიანად დანიშნული პენალტი გამოიმუშავა.“
„ფაქტი, რომ „არსენალს“ საკუთარი სტრატეგიისთვის არასდროს გადაუხვევია. განსაკუთრებით დამატებით დროში, როდესაც „პარიზმა“ ისეთი წამყვანი ფეხბურთელები დაკარგა, როგორებიც კვარა, დემბელე და ვიტინია არიან. ინგლისელებმა მოედანზე დასვენებული მოთამაშეები შემოიყვანეს, რომლებმაც თამაშში ოდნავ მეტი სიმწვავე შეიტანეს, მაგრამ მათ ეს ჩანაფიქრი ბოლომდე ვერ მიიყვანეს. პირიქით, იმის მიუხედავად, რომ სათადარიგოთა სკამზე მაღალი კლასის ფეხბურთელები ჰყავდათ, რაც ეპიზოდებში გამოჩნდა კიდეც. ვფიქრობ, ეს შეცდომა იყო. მათ ჰქონდათ პოტენციალი, რომ მეტოქისთვის უფრო მეტი პრობლემა შეექმნათ.“
ჩემპიონთა ლიგის აწ უკვე დასრულებულ სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა 16 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. საგულისხმოა, რომ ხვიჩა ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით ზლატან იბრაჰიმოვიჩს გაუთანაბრდა და ამჟამად, ორივეს 10-10 გოლი აქვთ გატანილი. საგოლე მოქმედებების რაოდენობის მიხედვით კი ქართველზე უკეთესი შედეგი პსჟ-ს არც ერთ ფეხბურთელს არ ჰქონია. UEFA-მ ხვიჩა სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა და სიმბოლურ გუნდშიც შეიყვანა.