„მჯერა, რომ შემდეგი ჯილდო ოქროს ბურთი იქნება“ - სიომინმა კვარას ტრიუმფზე ისაუბრა
მოსკოვის „ლოკომოტივში“, ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა, იური სიომინმა ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელიას დასახელებაზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ კვარამ ჯილდო დამსახურებულად მიიღო.
რას ამბობს სიომინი:
„ის, რომ ხვიჩა ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, სავსებით კანონზომიერია, თუ თითოეულ მატჩში მის შედეგიანობასა და მარგი ქმედების კოეფიციენტს შევხედავთ. ფინალი ხვიჩას საუკეთესო მატჩი არ ყოფილა, მაგრამ კვარაცხელიამ ისიც უმაღლეს დონეზე ჩაატარა.
მჯერა, რომ შემდეგი შესაძლოა „ოქროს ბურთი“ იყოს. თუმცა, ის არ ითამაშებს მსოფლიო ჩემპიონატზე — ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ წარმოაჩენენ იქ თავს ჯილდოს სხვა პრეტენდენტები. მსოფლიო ჩემპიონი გუნდიდან რომელიმე მოთამაშე ხვიჩასთვის სერიოზული კონკურენტი იქნება.
მაშინ, „ლოკომოტივში“, ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ის ასეთი დონის ფეხბურთელი გახდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მასში დიდ პერსპექტივას ვხედავდი“.
ჩემპიონთა ლიგის აწ უკვე დასრულებულ სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა 16 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. საგულისხმოა, რომ ხვიჩა ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით ზლატან იბრაჰიმოვიჩს გაუთანაბრდა და ამჟამად, ორივეს 10-10 გოლი აქვთ გატანილი. საგოლე მოქმედებების რაოდენობის მიხედვით კი ქართველზე უკეთესი შედეგი პსჟ-ს არც ერთ ფეხბურთელს არ ჰქონია.