“ამ სეზონში მისნაირი არავინ იყო“ - დელ პიერო კვარაზე
ჩემპიონთა ლიგის ფინალში პარი სენ ჟერმენი არსენალს დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში 4:3 დაამარცხა, 120 წუთი კი 1:1 დასრულდა.
ლუის ენრიკეს გუნდმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგო.
მატჩის დასრულების შემდეგ, ლეგენდარულმა ყოფილმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ კვარას შესახებ ისაუბრა.
დელ პიერო:
„წელს მსოფლიო ჩემპიონატი რომ არ იყოს, ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთს მოიგებდა. ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში მისნაირი არავინ ყოფილა. მისი გოლები და საგოლე პასები გადამწყვეტი იყო.“
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ისტორიაში გახდა მეორე ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო.
ასევე, პსჟ მადრიდის რეალის შემდეგ გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ 2-ჯერ მოიგო.