ნეიმარი, კარლო ანჩელოტი, ვინისიუს ჟუნიორი
Aa
Aa

ფოტოები ნეიმართან და 6 გოლი | ბრაზილიამ პანამა გაანადგურა

ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება. კარლო ანჩელოტის გუნდმა გადაჭედილ „მარაკანაზე“ ამხანაგური შეხვედრა გამართა და პანამას დაუპირისპირდა. „სელესაომ“ ბრწყინვალედ ითამაშა და მეტოქე 6:2 გაანადგურა.

მატჩში ანგარიში პირველივე წუთზე, ვინისიუს ჟუნიორმა გახსნა, რომელმაც ბრაზილია შორეული დარტყმით დააწინაურა. მე-14 წუთზე პანამამ მატეუშ კუნიას ავტოგოლით წონასწორობა აღადგინა. 39-ე წუთზე კაზემირომ გაიტანა და „სელესაომ“ პირველი ტაიმი 2:1 მოიგო.

მეორე ტაიმის სტარტზე ანჩელოტიმ 10 ცვლილება გააკეთა. 53-ე წუთზე თავი რაიანმა გამოიჩინა. მე-60 წუთზე ლუკას პაკეტას ჯერი დადგა, ხოლო 3 წუთში იგორ ტიაგომ შეაგდო. 81-ე წუთზე პანამის ნაკრების კარი დანილომ აიღო, საბოლოო ანგარიში კი სტუმრებმა 84-ე წუთზე, ჰარვის გოლით დააფიქსირეს.

საინტერესოა, რომ ბრაზილიის ნაკრების შეხვედრას ნეიმარიც ესწრებოდა, რომელსაც ტრავმა აწუხებს. მატჩის შემდეგ პანამელი ფეხბურთელები გასახდელში კი არ გავიდნენ, ნეიმართან მივიდნენ და მასთან ფოტოები გადაიღეს.

ცნობისთვის, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ბრაზილია კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს და 7 ივნისს ეგვიპტეს დაუპირისპირდება. „სელესაო“ მუნდიალის C ჯგუფშია და მისი მეტოქეები შოტლანდია, მაროკო და ჰაიტი არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გადამწყვეტი როლი კვლავ კვარამ ითამაშა“ - ბიქსენტ ლიზარაზუ
„გადამწყვეტი როლი კვლავ კვარამ ითამაშა“ - ბიქსენტ ლიზარაზუ