თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელიას 17 ქულა - მარცხი ევროლიგის პრიზიორთან

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 33-ე ტურის გადადებული მატჩი „ბარსელონა“ – „ვალენსია“ დღეს გაიმართა და სტუმართა დამაჯერებელი, 25-ქულიანი სხვაობით გამარჯვებით, 102-77 დასრულდა. კატალონიური კლუბის ქართველი ქომაგებისთვის ამ შეხვედრაში სასიამოვნო მხოლოდ ის იყო, რომ „ბარსას“ რიგებში ყველაზე შედეგიანი თორნიკე შენგელია გახლდათ.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თამაში სასტარტოში დაიწყო და პარკეტზე საერთო ჯამში გატარებულ 26 წუთში 17 ქულა, 6 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება დააგროვა. თოკომ ერთიდან ერთი სამქულიანი, ცხრიდან ექვსი ორქულიანი და ორიდან ორი საჯარიმო ჩააგდო. ექვსი მოხსნიდან ორი თავდასხმაში ასპარეზობისას შეასრულა, ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა და ორი პერსონალური ჯარიმა მიიღო.

ცნობისათვის, ამ თამაშით ესპანეთის ჩემპიონატის რეგულარული გათამაშება დასრულდა. 34 თამაშიდან 24 მოგებითა და 10 წაგებით „ბარსელონამ“ მეხუთე ადგილი დაიკავა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას პლეი ოფში განაგრძობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
12-წლიანი პაუზის შემდეგ - სან ანტონიო სუპერფინალში გავიდა
12-წლიანი პაუზის შემდეგ - სან ანტონიო სუპერფინალში გავიდა