იური ტაბატაძე, გიორგი გულიაშვილი, კადისი, რასინგი
Aa
Aa

გიორგი გულიაშვილის რასინგი ლა ლიგა 2-ის ჩემპიონია

გიორგი გულიაშვილის „რასინგ სანტანდერი“ ესპანეთის ლა ლიგა 2-ის გამარჯვებულია. გათამაშების ბოლო ტურში ქართველი შემტევის გუნდი იური ტაბატაძის „კადისს“ დაუპირისპირდა და 4:1 დაამარცხა. სამწუხაროდ, ქართველმა ფეხბურთელმა დღევანდელ მატჩში მონაწილეობა ტრავმის გამო ვერ მიიღეს.

ლა ლიგის 2025/26 წლების სეზონში „რასინგმა“ 82 ქულა დააგროვა და გათამაშება პირველ ადგილზე დაასრულა. შესაბამისად, მომდევნო სეზონში გულიაშვილის გუნდი ესპანეთის მთავარ ჩემპიონატში ითამაშებს. რაც შეეხება „კადისს“, ტაბატაძის გუნდი ამ ეზონში ლა ლიგა 2-ში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოდა მიზანს მიაღწია კიდეც. „კადისმა“ სეზონი 43 ქულით მე-17 ადგილზე დაასრულა.

გიორგი გულიაშვილი „რასინგს“ მიმდინარე წლის ზამთარში შეუერთდა და ლა ლიგაში ჩატარებულ 17 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. იური ტაბატაძე კი „კადისში“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გადავიდა და ლა ლიგა 2-ში ჩატარებულ 18 მატჩში ასევე 6 გოლის გატანა შეძლო. სამწუხაროდ, იანვარში ტაბატაძემ მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც სეზონი ნაადრევად დაასრულა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „გადამწყვეტი როლი კვლავ კვარამ ითამაშა“ - ბიქსენტ ლიზარაზუ
    „გადამწყვეტი როლი კვლავ კვარამ ითამაშა“ - ბიქსენტ ლიზარაზუ