ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

დიდი აღიარება - ხვიჩა ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. გადაწყვეტილება UEFA-მ ცოტა ხნის წინ საკუთარ გვერდზე გამოაცხადა.

ჩემპიონთა ლიგის აწ უკვე დასრულებულ სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა 16 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. საგულისხმოა, რომ ხვიჩა ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით ზლატან იბრაჰიმოვიჩს გაუთანაბრდა და ამჟამად, ორივეს 10-10 გოლი აქვთ გატანილი. საგოლე მოქმედებების რაოდენობის მიხედვით კი ქართველზე უკეთესი შედეგი პსჟ-ს არც ერთ ფეხბურთელს არ ჰქონია.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, როდესაც პარიზული გუნდი „არსენალთან“ 1:0 მარცხდებოდა, ხვიჩამ თერთმეტმეტრიანი მოიპოვა, რომელიც ზუსტად დემბელემ შეასრულა და პსჟ-მ ანგარიში გაათანაბრა. საბოლოოდ, პარიზელებმა ფინალი პენალტების სერიაში, 4:3 მოიგეს და ჩემპინონთა ლიგის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა: “ბევრი ვიმუშავეთ და შედეგიც მივიღეთ“
კვარა: “ბევრი ვიმუშავეთ და შედეგიც მივიღეთ“