კვარა: “ბევრი ვიმუშავეთ და შედეგიც მივიღეთ“
ჩემპიონთა ლიგის ფინალში პარი სენ ჟერმენი არსენალს დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში 4:3 დაამარცხა, 120 წუთი კი 1:1 დასრულდა.
ლუის ენრიკეს გუნდმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგო.
მატჩის დასრულების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიამ კომენტარი გააკეთა.
კვარაცხელია:
„ეს მართლაც საოცარია. იმ ემოციების სიტყვებით გადმოცემა არ შემიძლია. ძალიან ვამაყობ, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ. რთული სეზონი გვქონდა, მაგრამ ვიცოდით, რა შესაძლებლობები გვქონდა. დღეს ზედიზედ მეორედ გავხდით ჩემპიონები.
პენალტების სერიაში იღბალიც საჭიროა, მაგრამ ამავდროულად დიდი შრომაც. ჩვენ ამაზე ბევრი ვიმუშავეთ და შედეგიც მივიღეთ. ვფიქრობ, გამარჯვებას ვიმსახურებდით, რადგან მატჩის განმავლობაში ბევრი შანსი შევქმენით და გოლის გატანასთან ძალიან ახლოს ვიყავით.“
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ისტორიაში გახდა მეორე ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო.
ასევე, პსჟ მადრიდის რეალის შემდეგ გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ 2-ჯერ მოიგო.