ხვიჩა კვარაცხელია, ვინისიუს ჟუნიორი
Aa
Aa

მეორე ფეხბურთელი, ვინც ეს გააკეთა | კვარაცხელიას მორიგი მიღწევა

„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025-26 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. „კვარამ“ მორიგი ისტორიული შედეგი დააფიქსირა და ვინისიუს ჟუნიორის მიღწევა გაიმეორა.

კვარაცხელია მეორე მოთამაშე გახდა, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელისა და ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდის ჯილდო მოუგია. ხვიჩა საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად 2022-23 წლების სეზონში დაასახელეს, როდესაც „ნაპოლის“ ღირსებას იცავდა.

რაც შეეხება ვინისიუსს, ბრაზილიელი გარემარბი საუკეთესო ახალგაზრდა 2021-22 წლების სეზონში გახდა, ხოლო საუკეთესო ფეხბურთელი — 2023-24 წლებში.

ცნობისთვის, „კვარა“ სეზონის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. მის გარდა, უეფამ დავიდ რაია, ნუნუ მენდეში, გაბრიელ მაგალაესი, მარკინიოსი, მარკოს ლორენტე, ვიტინია, დეკლან რაისი, მაიკლ ოლისე, უსმან დემბელე და ჰარი კეინი გამოარჩია. კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე 10 გოლი გაიტანა, 6 საგოლე გადაცემა მიითვალა და ფინალში უმნიშვნელოვანესი თერთმეტმეტრიანი მოიპოვა, რომელიც უსმან დემბელემ შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გადამწყვეტი როლი კვლავ კვარამ ითამაშა“ - ბიქსენტ ლიზარაზუ
„გადამწყვეტი როლი კვლავ კვარამ ითამაშა“ - ბიქსენტ ლიზარაზუ